logo
ENG



მიხეილ ბენიძე: ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების შესრულება

12 მაი 202010:31
3 წუთის საკითხავი
 

„ქართული ოცნების“ მიერ მარტში ხელმოწერილი ხელშეკრულების მოსალოდნელ ჩავარდნას ლოგიკურ გაგრძელებად მიიჩნევს "საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" წევრი, ბათუ ქუთელია. მისი თქმით, "ქართული ოცნების" მხრიდან კიდევ ერთი უპასუხისმგებლო ქცევა არც ქართველ ხალხს და არც იმ საერთაშორისო მეგობრებს გაუკვირდებათ, რომლებმაც 20 ივნისის შემდეგ "ოცნებას" ლეგიტიმურ მდგომარეობაზე დასაბრუნებლად არაერთი შანსი მისცეს.

„ქცევა, რაც გამოიხატა სწორედ დაპირების არშესრულებაში გასაკვირი არ არის, რადგან არავინ არც საქართველოში და არც საერთაშორისო არენაზე, პოლიტიკური ურთიერთობის მაღალ კლასს მათგან აღარ მოელის. მე ძნელად წარმომიდგენია, რომ მათ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომ შეატრიალონ თუნდაც თავისი პოლიტიკური მდგომარეობა და გახდნენ ნორმალური აქტორები“, - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარე, მიხეილ ბენიძე კი მიიჩნევს, რომ ბოლო დღეებში "ოცნების" მიერ გაკეთებული განცხადებები მნიშვნელოვნად ამცირებს ნდობას, რომ ხელისუფლება ადამიანებს კვლავ არ მოატყუებს.

„ცალსახად ცხადია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების შესრულება. მათ არ მიაჩნიათ სწორად, რომ საერთაშორისო აქტორებმა განმარტონ შეთანხმების დეტალები. ამავე განცხადებაში ნახსენებია, რომ არამხოლოდ საარჩევნო სისტემის ცვლილებას ეხება საუბარი, არამედ საუბარი იმ სასამართლო საქმეებს ეხება, სადაც აპოლიტიკური ჩარევების შესახებ სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს“, - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.


close დახურვა